← Back to news

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია (Model United Nations) გაიმართა.

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია (Model United Nations) გაიმართა. 🔷 შემაჯამებელ ღონისძიებას კონფერენციის მონაწილე 150-მდე ახალგაზრდასთან ერთად, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეები - ანა ბუხრაშვილი და ანზორ მეგრელიშვილი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) პროგრამის ანალიტიკოსი ნატალია ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. ✅ პროექტის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული დელეგატი, რომლებიც სრული დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ✅ კონფერენცია დაფუძნებული იყო გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას და მონაწილეებს, როგორც გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. 🔷 ფორმატის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამი კომიტეტი: გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს უშიშროების საბჭო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ორი დღის განმავლობაში კომიტეტებმა იმსჯელეს და შეიმუშავეს რეზოლუციები, რომლებიც ღონისძიების შემაჯამებელ ნაწილში წარადგინეს.

Gallery