← Back to news

თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

🔷 მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, 9-12 დეკემბერს ახალგაზრდობის სააგენტომ თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. 🔷 ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბააკაშვილთან და სააგენტოს დეპარტამენტების უფროსებთან, რომლებმაც დარგობრივი მიმართულებების მიხედვით პრეზენტაციები წარადგინეს. 🔷 ასევე, შეხვედრა გაიმართა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან. გარდა ამისა, სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, კახეთში საგრანტო კონკურსების შემაჯამებელ ფორუმს დაესწრნენ, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ✅ ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, დადებითად აისახება და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდულ სფეროში არსებულ თანამშრომლობას

Gallery