← Back to news

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა

🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა. 🔷 ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 🔷 მინისტრმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბააკაშვილთან და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის დამფუძნებლებთან - ეკატერინე გვარამიასა და ილია ფიფიასთან ერთად, გამარჯვებული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა. 🏆 ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: 🔷 „ეფექტიანი პროექტების მქონე საბჭო“ - დმანისის ახალგაზრდული სათათბირო; 🔷 „საუკეთესო თანამშრომლობის პრაქტიკის მქონე საბჭო“ - ხაშურის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო; 🔷 „კრეატიულობა“ - ჩხოროწყუს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო; 🔷 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გახდა - ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. 🧍‍♀️🧍‍♂️ფორუმში 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და მის მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება; ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.