← Back to news

ახალგაზრდობის სააგენტო - სიახლეების

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში საგრანტო კონკურსების შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა. 🔷 ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ. მომხსენებლებმა ახალგაზრდობის სააგენტოს სამომავლო გეგმებზე და სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ✅ ფორუმს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო, რომელთა პროექტებიც ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. 🔷 ასევე, ღონისძიების დასკვნით დღეს, ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული პროექტების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკები ერთმანეთს გაუზიარეს.