უკან

„ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

მიმდინარე
„ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

განაცხადის ნაბიჯები

  1. განმცხადებელი
  2. პროექტი
  3. სამოქმედო გეგმა
  4. ბიუჯეტი
  5. ფაილები

დეტალური აღწერა

🧑‍🎓 თუ ხარ სტუდენტი და გაქვს ინიციატივა, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის. 📝 კონკურსის მიზანია სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება. ✅ საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვთ უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფს მინიმუმ ხუთი წევრით. 🗓️ საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 11 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge. 🔷 კონკურსის საერთო ბიუჯეტი 180 000 ლარი. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 15 000 ლარს. 📝 საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია: 🔹 ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება; 🔹 ინტერკულტურული დიალოგი და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; 🔹 ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა; 🔹 ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით; 🔹 მშვიდობის მშენებლობა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება; 🔹 ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; 🔹 საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.