რაფორმალური განათლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების პოპულარიზაციის მასშტაბური პროგრამა სკოლის მოსწავლე მაღალკლასელებისთვის (X-XII კლასის ჩათვლით). განხორციელების პერიოდი: მაისი (2020-2023 წწ.) პროექტში სხვადასხვა სეზონზე ყოველწლიურად ჩართულია 3500 – 5000 ახალგაზრდა
რაფორმალური განათლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების პოპულარიზაციის მასშტაბური პროგრამა სკოლის მოსწავლე მაღალკლასელებისთვის (X-XII კლასის ჩათვლით). განხორციელების პერიოდი: მაისი (2020-2023 წწ.) პროექტში სხვადასხვა სეზონზე ყოველწლიურად ჩართულია 3500 – 5000 ახალგაზრდა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში არსებული თითოეული სკოლა წარადგენს სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს და სოციალურად აქტიურ მოსწავლეს, რომლებიც გადამზადების კურსის გავლის შემდეგ აქტიურად ჩაერთვებიან პროექტზე მუშაობის პროცესში. გუნდებად დანაწილების შემდეგ ახალგაზრდები ბრეინშტორმინგის მეთოდით იწყებენ იდეების განხილვას სოფლის მეურნეობის, ტურისტული პოტენციალების, სამეწარმეო საქმიანობის, საქალაქო სერვისების, განვითარების შესახებ, რომელთაც წარადგენენ მუნიციპალიტეტში არსებულ წინასწარ შერჩეულ სივრცეებში. ღონისძიებაზე ხმის მიცემის ორმაგი წესით, დამსწრეთა ხმათა უმრავლესობითა და ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდებიან საუკეთესო იდეის ავტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ორ მნიშვნელოვან პროექტში – „აღმოაჩინე საქართველო“ და „ქართული კულტურის დღეები“. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ყველა მონაწილის კონტრიბუციის ხაზგასასმელად მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით. “ქართული კულტურის დღეები” და “აღმოაჩინე საქართველო” არის ინოვაციური ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული გაცვლის, ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას, სოფლად ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და ქართული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენას. პროექტი „ქართული კულტურის დღეები“ შექმნილია იმისთვის, რომ გაერთიანდეს 200-450 ახალგაზრდა 63 მუნიციპალიტეტიდან და თბილისის 10 რაიონიდან. პროექტის მიზანია პარტნიორ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება კულტურათა გაცვლის, ორმხრივი სოლიდარობისა და ურთიერთგაგების გზით. თითოეული მონაწილე მუნიციპალიტეტი წარადგენს 4-8 ახალგაზრდას სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ 5-დღიან პროგრამაში ჩასართავად. ეს აქტივობები მოიცავს ტრანსპორტრებას, კეთილმოწყობილ სასტუმროებში განთავსებას ორჯერადი კვებით, შიდა ექსკურსიებს ისტორიულ და კულტურულ ადგილებში და მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს. პროექტის „ქართული კულტურის დღეების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. ეს ურთიერთქმედება უზრუნველყოფს პლატფორმის შექმნას კულტურული გაცვლისა და დიალოგისათვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიური აზროვნების გაღრმავებას. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ სამოსს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და კულტურულ წარმოდგენებს. ამ ელემენტების წარმოჩენით პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ქართული მემკვიდრეობისა და იდენტობისადმი სიამაყის გრძნობის აღძვრას. პროექტს აქვს უფრო ფართო მიზნებიც – პატრიოტული ღირებულებების დანერგვა და ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. ეხმარება ახალგაზრდებს ზოგიერთი ინსტიტუტის მნიშვნელობის, მათი როლის, გააზრებაში, როგორიცაა საქართველოს საპატრიარქო. ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით პროექტი ხელს უწყობს საზღვრებს მიღმა პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავებას. მეორე მხრივ, პროექტი „აღმოაჩინე საქართველო“ მიმართულია სოფლის განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და ეკონომიკური აღორძინებისკენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტი მოიაზრებს 700-800 ახალგაზრდის მონაწილეობას იმავე 63 მუნიციპალიტეტიდან და თბილისის 10 რაიონიდან – თითოეულ მუნიციპალიტეტში შერჩეული 10-15 ახალგაზრდა. პროექტის მთავარი მიზანია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლების მდგრადი განვითარების წახალისება.
პროექტი „აღმოაჩინე საქართველო“ ოპერირებს 5 დღიანი ციკლებით და მოიცავს ტრანსპორტირების, დაბინავების, კვების, საგანმანათლებლო სესიებისა და კულტურული გამოცდილების ყოვლისმომცველ ღონისძიებებს. მონაწილეები რჩებიან სოფლის კერძო სახლებში, რაც ხელს უწყობს და ახალისებს საოჯახო სასტუმროების რაოდენობისა და ხარისხის ზრდას სოფლის თემებში. გარდა ამისა, პროექტი აქცენტირებულია სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციასა და თითოეული რეგიონის უნიკალური სანახაობების ჩვენებაზე. მონაწილეები ეცნობიან ისტორიულ, კულტურულ და ბუნებრივ ღირშესანიშნაობებს, ურთიერთობენ ადგილობრივ თემებთან და თავიანთი ვიზიტით ხელს უწყობენ სოფლის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ზრდას. პროექტის მდგრადობისა და გრძელვადიანი ზემოქმედების ძირითადი ელემენტია მისი საქმიანობის ფარგლებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება და სოფლის თემებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. საოჯახო სასტუმროების განვითარების წახალისებით, ადგილობრივი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისა და საქართველოს რეგიონების სილამაზისა და მემკვიდრეობის ჩვენებით, პროექტი ქმნის საფუძველს მუდმივი ზრდისა და კეთილდღეობისთვის.