2016 წელს ანზორ მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ორგანიზაცია ა(ა)იპ „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“, რომელიც 2016-2018 წლებში ახორციელებდა პროექტებს: აღმოაჩინე საქართველო, ზამთრის ლიდერთა სკოლა, განავითარე შენი რეგიონი/ქალაქი. 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოდელი – დაკომპლექტებული 15 კომიტეტის თავმჯდომარით, 200-მდე აქტიური წევრით. ამავე წელს პირველად განხორციელდა პროექტი თოვლის ქალაქი – ბაკურიანი. 2024 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად ორგანიზაციას ეწოდა საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა, ამ პერიოდიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელია დავით კელენჯერიძე. ორგანიზაციის ოპერირების 9 წლის შედეგად წარმატებულად აქვს განხორციელებული 5+ პროგრამა, 3 საერთაშორისო ღონისძიება,  30+ პროექტი, 1500+ შეხვედრა, 20+ ბანაკი, 47500+ ბენეფიციარი.