Saturday , 20 May 2024
ახალი კატეგორია

ბანაკი დმანისში

  • November 19, 2024
  • 0

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრმა, სტუდენტურ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო – დმანისის მუნიციპალიტეტი“ – მონაწილეებს უმასპინძლა. შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს

ბანაკი დმანისში

📣 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო.

✅ ცენტრმა, სტუდენტურ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო – დმანისის მუნიციპალიტეტი“ – მონაწილეებს უმასპინძლა.

🔹შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანზორ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.

🔹 ვახტანგ ბაკაშვილმა პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ ძირითად პროგრამებზე, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.

📋 პროექტი ოთხდღიანი იყო და ახალგაზრდები ჩაერთნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. პროექტმა ხუთ ნაკადად 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.

📍 დმანისის ახალგაზრდული ცენტრი არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მთელი წლის განმავლობაში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *