
ძვირფასო მეგობრებო,
მოხარული ვარ, რომ ეწვიეთ საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდს. ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოში არსებულ, ახალგაზრდებზე ორიენტირებულ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლატფორმას, სადაც თითოეულ მონაწილეს ეძლევა შესაძლებლობა, განავითაროს კრიტიკული უნარები და აქტიურად ჩაერთოს პოზიტიური დღის წესრიგის პროცესების ფორმირებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინკლუზიური და ინოვაციური სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლებას, თანამონაწილეობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას, რომელიც სახელმწიფოებრივი აზროვნების პრინციპებით უნდა იყოს ნაკარნახევი.
მადლობას გიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ერთად შეგვიძლია, შევქმნათ ძლიერი სტუდენტური საზოგადოება, რომელიც აქტიურად იმოქმედებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
დავით კელენჯერიძე
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა
ორგანიზაციის ხელმძღვანელი