24 აპრილს საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თამთა ბიწაძესთან – შპს “HR ოფისის” დამფუძნებელთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან. სასაუბრო
24 აპრილს საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თამთა ბიწაძესთან – შპს “HR ოფისის” დამფუძნებელთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან.
სასაუბრო თემამ, “ადამიანი და ტექნოლოგია HR ბაზარზე“ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევები და ტექნოლოგიური განვითარების გავლენა HR სექტორზე.
მადლობას ვუხდით სპიკერს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, ხოლო სტუდენტებს – მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.