იდეათონი სახელმწიფოს განვითარებისთვის – მეორე ნაკადის წარმატებული დასასრული!
სპორტული აქტივობები: ენერგიისა და გუნდური სულისკვეთების ზრდისთვის.
ტრენინგები: ახალმა გამოცდილებამ და უნარებმა ჩვენს მონაწილეებს გზა გაუხსნა ახალი შესაძლებლობებისკენ.
ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”,რომელზეც საუკეთესო მოაზროვნეებმა თავი გამოავლინეს.
“ნიჭიერის” ნომრები: მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად კრეატიული და მრავალმხრივ განვითარებულები არიან.
განსაკუთრებული საღამო კი ჩვენი სტუმრების, გური ჭელიძისა და ნიკოლოზ სოხაძის
დაუვიწყარმა შესრულებამ გვაჩუქა, რაც ბანაკს უფრო გამორჩეულს ხდის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ანზორ მეგრელიშვილი შეხვდა, რომელმაც ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agencyს მხარდაჭერით