ახალგაზრდობის სააგენტოს 2024 წლის მნიშვნელოვანი პროექტების შეჯამება
2024 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 10 ახალგაზრდული ორგანიზაცია და 35 პროექტი.
შექმნილი სერვისებით ისარგებლა 7000-მდე ახალგაზრდამ;
მიმდინარე წელს ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი – „სტუდფესტი 2024“. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი. ფესტივალს 600-მდე გამარჯვებული ჰყავს.
განხორციელდა ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები, თემატური ბანაკი და ბანაკი უკრაინელი ახალგაზრდებისთვის. ასევე თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჯარის ბანაკმა 2200-მდე სკოლის მოსწავლეს უმასპინძლა.

მიმდინარე წელს საზაფხულო ბანაკებში ლიდერის პოზიციაზე 250-მდე ახალგაზრდა დასაქმდა; 55 მენტორი-ლიდერი კი გადამზადდა.
ახალგაზრდობის სააგენტოს სივრცეებით 4500-მდე ახალგაზრდამ უსასყიდლოდ ისარგებლა. ასევე სააგენტოს შენობაში არსებულ შშმ პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზით, 40 ბენეფიციარი სარგებლობს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს და აღიჭურვა აქტივობებისთვის. ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, უმასპინძლა ორ პროექტს – „აღმოაჩინე საქართველო – დმანისის მუნიციპალიტეტი“ და „იდეათონი სახელმწიფოს განვითარებისთვის“;
პროექტებში 300-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში კი, რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა ორი ახალგაზრდული სივრცე – ლანჩხუთსა და ამბროლაურში.
მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, დაფინანსდა ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების განვითარებას;

ჩატარდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი;

გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული ფორუმი – „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“;
ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც მოჰყვა მოხალისეობრივი ინიციატივების კონკურსი.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შვიდი აქტივობის ფარგლებში, ღონისძიებები წარმატებით განახორციელა.
ახალგაზრდობის სააგენტომ Erasmus+ -ის ფარგლებში ორი საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა;

100-მდე ახალგაზრდა ჩაერთო საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში;
წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან;

„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ და „ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესში“, წლის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ ახალგაზრდებს.