სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრმა, სტუდენტურ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო – დმანისის მუნიციპალიტეტი“ – მონაწილეებს უმასპინძლა. შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო.
ცენტრმა, სტუდენტურ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო – დმანისის მუნიციპალიტეტი“ – მონაწილეებს უმასპინძლა.
შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანზორ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.
ვახტანგ ბაკაშვილმა პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ ძირითად პროგრამებზე, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.
პროექტი ოთხდღიანი იყო და ახალგაზრდები ჩაერთნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. პროექტმა ხუთ ნაკადად 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.
დმანისის ახალგაზრდული ცენტრი არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მთელი წლის განმავლობაში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.